суббота, 23 апреля 2016 г.

მე-9 დღე


დღეს გავაკეთეთ ჩვენი საქაღალდეების პრეზენტაციები  და შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები.



"intel"-ის ტრენინგის კურსი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ვთვლი, რომ თანამედროვე მოსწავლეთა სწავლება მოძველებული მეთოდებით უინტერესოა და დამღლელი, ტექნოლოგიების ეპოქაში ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე სწავლა წარმოუდგენელი ხდება. ამიტომ, მოსწავლეთა ინტერესი კომპიუტერების მიმართ უნდა გამოვიყენოთ მათსავე სასიკეთოდ და ჩვენი სწავლება გავხადოთ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი.
ტრენინგის ფარგლებში ბევრი საინტერესო შევისწავლეთ: პორტფოლიოს შემადგენლობა, გეგმის შედგენა ესგ სტანდარტებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების გათვალისწინებით, პრეზენტაციების აწყობა, შეფასების ფორმები, უკუკავშირები...
შვქმენით პროექტის გეგმები, დამხმარე მასალები, წარმოვუდგინეთ ერთმანეთს,  გავაკეთეთ კომენტარები.

воскресенье, 17 апреля 2016 г.

დღე მე-8

რა დამამახსოვრდა
ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივში, წაშლა, შესწორება და მისი გამოქვეყნება და გაზიარება.




суббота, 16 апреля 2016 г.

დღე მე-7

3 რამ, რაც დამამახსოვრდა
გავეცანით შეფასების დაგეგმვის ცხრილს; რუბრიკების შედგენა; შუალედური შეფასების დანიშნულება.

2 კითხვა
თუ საჭირო გახდა გეგმის მოდიფიკაცია, უნდა შეიცვალოს შეფასების რუბრიკაც?
როგორ გავითვალისწინო  შეფასების რუბრიკის შედგენის დროს კრიტერიუმები სსსმ მოსწავლისთვის?

კომენტარი
შეფასება ჩემი სუსტი წერტილია, ამიტომ დღევანდელი მოდული ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

მეექვსე დღე

ვისწავლე ვორდის და და პოუერ პოინტის დამხმარე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, მოსწავლეთათვის სასწავლო ნიმუშის შექმნის პრინციპები და პროცედურები.




კითხვა

 
პროექტის რომელ ეტაპზე უნდა ვაჩვენოთ მოსწავლეებს სასწავლო ნიმუში.

კომენტარი
ინფორმაციას იმდენად სრულყოფილად ვიღებ, კითხვა აღარ მრჩება.

суббота, 9 апреля 2016 г.

მეხუთე დღე

ვისწავლე ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა.


დღეს ვისწავლე
რა არის საავტორო უფლება;
საავტორო უფლებების მოპოვება და დაცვა;
ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა.




კომენტარი




воскресенье, 3 апреля 2016 г.

მეოთხე დღე

3 რამ, რაც დამამახსოვრდა

1. შეფასების ფორმები.
2. როგორ შევადგინოთ დროში გაწერილი გეგმა;
3. pouer point-ში ბმულის მიბმა.

2 კითხვა

როგორ ვაჩვენოთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები;
როგორ გავითვალისწინოთ საბოლოო შეფასების დროს მოსწავლეთა მიღწევები?

კომენტარი

საინტერესო, ცოტა რთული თემა იყო.

суббота, 2 апреля 2016 г.

დღე მესამე

3 რამ, რაც დამამახსოვრდა
1. პუბლიკაციის სხვადასხვა სახე, ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა;
2. სტანდარტის გათვალისწინება სასწავლო პროექტში;
3. საკვანძო კითხვების სახეები, კითხვის დასმის მნიშვნელობა.


2 კითხვა
აუცილებელია თუ არა პუბლიკაციის რომელიმე სახეობის შექმნა პროექტისთვის?
მაქსიმუმ, რამდენი შინაარსობრივი კითხვა შეიძლება დაისვას?


კომენტარი
კურსი უფრო და უფრო საინტერესო ხდება.