დღეს გავაკეთეთ ჩვენი საქაღალდეების პრეზენტაციები და შევაფასეთ ერთმანეთის ნაშრომები.
"intel"-ის ტრენინგის კურსი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ვთვლი, რომ თანამედროვე მოსწავლეთა სწავლება მოძველებული მეთოდებით უინტერესოა და დამღლელი, ტექნოლოგიების ეპოქაში ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე სწავლა წარმოუდგენელი ხდება. ამიტომ, მოსწავლეთა ინტერესი კომპიუტერების მიმართ უნდა გამოვიყენოთ მათსავე სასიკეთოდ და ჩვენი სწავლება გავხადოთ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი.
ტრენინგის ფარგლებში ბევრი საინტერესო შევისწავლეთ: პორტფოლიოს შემადგენლობა, გეგმის შედგენა ესგ სტანდარტებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების გათვალისწინებით, პრეზენტაციების აწყობა, შეფასების ფორმები, უკუკავშირები...
შვქმენით პროექტის გეგმები, დამხმარე მასალები, წარმოვუდგინეთ ერთმანეთს, გავაკეთეთ კომენტარები.
Комментариев нет:
Отправить комментарий